ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ფავლენიშვილი - „ოცნებას“ და ივანიშვილის ბანდას შევახსენებ, რომ რამდენჯერაც ევროპული ინტეგრაციის პროვოკაციულად შეჩერება სცადეს, იმდენჯერ არ გაუვიდათ და არც ახლა გაუვათ

„ოცნებას“ და ივანიშვილის ბანდას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ რამდენჯერაც მათ ევროპული ინტეგრაციის პროვოკაციულად შეჩერება სცადეს, იმდენჯერ არ გაუვიდათ და არც ახლა გაუვათ, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს „ხრამში ჩატოვებს“.
„დღეს ქართველი ხალხის სამართლიან პროტესტს ვხედავთ. მთელი ცივილიზებული სამყარო ქართველ ხალხთან ერთად შეთანხმდა, რომ ეს კანონპროექტი, გეოპოლიტიკურად, ხრამში დამტოვებელია. ეს კანონპროექტი რუსულ ორბიტაზე დაგვტოვებს. ამის გამო, მისი გაწვევა უმნიშვნელოვანესია და ამისთვის ქართველი ხალხი ყველაფერს იზამს.
„ოცნებას“ და ივანიშვილის ბანდას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ რამდენჯერაც მათ ევროპული ინტეგრაციის პროვოკაციულად შეჩერება სცადეს, იმდენჯერ არ გაუვიდათ და არც ახლა გაუვათ“, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.