ირაკლი ფავლენიშვილი – ორგანიზაცია, „ქართული ოცნება“, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევია და ჰგონიათ, ასეთი განცხადებების ფონზე მათი დასავლეთისგან იზოლირება არ მოხდება – შედეგი სამწუხარო იქნება

ორგანიზაცია [„ქართული ოცნება“], რომელიც დასავლეთის მტერია, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევია – ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ასეთი განცხადებების ფონზე დასავლეთთან მჭიდრო კავშირი ექნებათ და მათი დასავლეთისგან იზოლირება არ მოხდება,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ წევრებისთვის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ამ ყველაფერს სამწუხარო შედეგი მოჰყვა, რომ ხელისუფლება იზოლირებული და სანქცირებულია, რომელმაც შესაძლოა „სისტემის დემონტაჟი“ გამოიწვიოს.
„ორგანიზაცია [„ქართული ოცნება“], რომელიც დასავლეთის მტერია, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევი, რევოლუციების მომწყობი და კონფლიქტების დამწყებია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ასეთი განცხადებების ფონზე დასავლეთთან მჭიდრო კავშირი ექნებათ და მათი დასავლეთისგან იზოლირება არ მოხდება.
შედეგი იქნება სამწუხარო, რადგან დე-ფაქტო ხელისუფლება იზოლირებული და სანქცირებულია და ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ ამ სისტემის დემონტაჟი მოხდეს და ამ ყველაფრის მთავარი კომპონენტი, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ბრძოლა და საერთაშორისო წნეხი იქნება“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა