ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში – ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი

ბოლო წლების მანძილზე, არაერთხელ ვიხილეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის, პოლიტიკური აქტორის მიერ შეფასებულია, როგორც პოლიტიკური დევნა, შურისძიება. ევროპარლამენტის რეზოლუციაც ამის გამოხატულებაა,- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება იმ პროცესების ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელიც საქართველოში ხდება.
„მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში. ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი.
ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება თანმიმდევრულად ასანქცირებს იმ რუსულ კლანს, ქსელს, რომელიც საქართველოში ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა – სასამართლო შტოს, პრორუსულ დაჯგუფებებს, მათ შორის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და რა თქმა უნდა, ვინც ამ სქემის მთავარი კოორდინატორია კრემლისთვის, ეს არის ივანიშვილი, ის არის ამ კლანებისთვის ინსტრუქციების მიმცემი, ამ დროს ივანიშვილის სანქცირება ბუნებრივი გაგრძელებაა”,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)