ირაკლი ფავლენიშვილი – ლაზარეს განაჩენი, ისევე, როგორც განაჩენი, რომელიც ივანიშვილმა გამოუტანა ხალხს, შეიცვლება ქართველი ხალხის მიერ

ლაზარეს განაჩენი, ისევე, როგორც განაჩენი, რომელიც ივანიშვილმა გამოუტანა ხალხს, შეიცვლება ქართველი ხალხის მიერ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებლად გათავისუფლდება.
„ეს განაჩენი, ისევე, როგორც განაჩენი, რომელიც ივანიშვილმა გამოუტანა ქართველ ხალხს – კრემლის ინტერესების გატარება, საქართველოს გაღარიბება, პოლიტიკური პატიმრებით ქვეყნის გავსება, ეს განაჩენი შეიცვლება ისევ ქართველი ხალხის მიერ. ლაზარე აუცილებლად იქნება თავისუფალი“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში დამნაშავედ ცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა