ირაკლი ფავლენიშვილი – თითის გაშვერა ძალიან მარტივია, რისკზე წასვლა კი ძალიან რთული – ოთხი შვილის მამამ ირაკლი ნადირაძემ პირადი თავგანწირვის მაგალითი აჩვენა, ისევე როგორც პაატა ბურჭულაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ

თითის გაშვერა ძალიან მარტივია, რისკზე წასვლა კი ძალიან რთული – ოთხი შვილის მამამ ირაკლი ნადირაძემ პირადი თავგანწირვის მაგალითი აჩვენა, ისევე როგორც პაატა ბურჭულაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა ამით არ დასრულებულა, ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დამარცხდება – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, წარსულის გამოცდილებაზე სწავლა და ბიძინა ივანიშვილზე ორიენტირება.
„ძალიან მარტივია თითის გაშვერა, კრიტიკა, მიმოხილვა, ძალიან რთული გახლავთ წახვიდეთ რისკზე, პირადი თავგანწირვის მაგალითი აჩვენო, როგორიც აჩვენა ოთხი შვილის მამამ, ირაკლი ნადირაძემ, როგორიც აჩვენა ბატონმა პაატა ბურჭულაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა ამით არ დასრულებულა, ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ იქნება ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში და დასრულდება ივანიშვილის მარცხით. ჩვენ ამ ბრძოლაში იმისთვის ვართ შესული, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ბრძოლა გაგრძელდება.
რაც შეეხება მომავალში ამ ბრძოლას, მნიშვნელოვანია ერთმანეთთან სოლიდარულები ვიყოთ, ვიყოთ კონსოლიდირებული და ვისწავლოთ წარსულის გამოცდილება, რომ მნიშვნელოვანია ივანიშვილზე ორიენტირება და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან ჩვენი თანამებრძოლები“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა