ირაკლი ფავლენიშვილი – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზე გასვლისთვის ემზადება, შესაბამისად, პარტიის გაძლიერება და ახალი ადამიანების შემომატება აუცილებლად გაგრძელდება

„ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზე გასვლისთვის ემზადება, შესაბამისად, პარტიის გაძლიერება გაგრძელდება.
„ჩვენ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ვემზადებით პირველ ადგილზე გასვლისთვის, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ერთობა, ძალიან ბევრი სუბიექტი არის, გარდა ამისა არიან ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ პოლიტიკური კუთვნილება. ჩვენ ვაგრძელებთ მოზიდვას უფრო და უფრო მეტი ადამიანის, ვერ გეტყვით ეს სტრუქტურული გაძლიერება მოიცავს თუ არა კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებას, ამას მომავალში ვიხილავთ, თუმცა გაძლიერება და ადამიანების შემომატება აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!