ირაკლი ფავლენიშვილი – ბაიდენისა და მაკრონის მხრიდან ასეთი ხმამაღალი განაცხადი ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი, დემოკრატიული სამყარო არ აპირებს მიატოვოს საქართველო

ბაიდენისა და მაკრონის მხრიდან ასეთი ხმამაღალი განაცხადი ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი, დემოკრატიული სამყარო არ აპირებს მიატოვოს საქართველო, ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფოებრიობა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, ისინი ხედავენ, რომ ქართველი ხალხის ნება გაწევრიანდეს ევროკავშირში, უცვლელია.
„თავისუფალი სამყაროს საკვანძო პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, ასეთი ხმამაღალი განაცხადი ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი, დემოკრატიული სამყარო არ აპირებს მიატოვოს საქართველო, ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფოებრიობა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ისინი ხედავენ, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნება არის უცვლელი, რომ ჩვენ გვსურს ევროპაში სრულუფლებიანი ინტეგრაცია და ერთადერთი დამაბრკოლებელი არის ივანიშვილის ბანდა, რომელიც ინსტრუქციებს იღებს მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ, ივანიშვილი და მისი ბანდა, ერთი მხრივ, საფრთხეს წარმოადგენს ქართველი ხალხისთვის და მეორე მხრივ, დასავლური სამყაროსთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში სინთეზი – ქართველი ხალხის ბრძოლა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით აუცილებლად დაამარცხებს ივანიშვილს და მის ბანდას მომავალ არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა