ირაკლი ფავლენიშვილი – ამ ხალხს არავინ ეკითხება, ვინ როდის რა თანამდებობას დაიკავებს, თუ დატოვებს – თორნიკე რიჟვაძის შემთხვევაშიც, გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დონეზე იქნებოდა მიღებული

ამ ხალხს არავინ არ ეკითხება – ვინ როდის რა თანამდებობას დაიკავებს, თუ [რა თანამდებობას] დატოვებს – ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დონეზე იქნებოდა მიღებული, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავისი ნებით თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებენ.
„სამწუხაროდ, ამ ხალხს არავინ არ ეკითხება – ვინ როდის რა თანამდებობას დაიკავებს, თუ [რა თანამდებობას] დატოვებს. არაერთი ასეთი ფაქტი ვიცით, ამიტომაც ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დონეზე მიღებული იქნებოდა.
რაც შეეხება მიზეზებს, ნამდვილად არ მაინტერესებს, რა შიდა ბრძოლები მიდის „ქართულ ოცნებაში“ და რისი „კლანი“ ვისას სჯობნის. სინამდვილეში, ქვეყანა გადასარჩენია და მთავარი გამოწვევა ქვეყნისთვის მაინც დარჩება. პუტინის ინსტრუქციებს ასრულებს და პუტინის ინსტრუქციები და ბიძინა ივანიშვილის ინსტრუქციები, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია. კობახიძის, რიჟვაძის, სხვისი თუ ვისი „კლანი“ იმძლავრებს, ნამდვილად პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა