ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდში საკადრო ცვლილებები, მმართველი გუნდის შიდა ვერტიკალის დასუსტების მანიშნებელია

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდში საკადრო ცვლილებები, მმართველი გუნდის შიდა ვერტიკალის დასუსტების მანიშნებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ანრი ოხანაშვილის ნაცვლად, მამუკა მდინარაძის წარდგენას გამოეხმაურა.
„არ არსებობს ადამიანი, რომელიც ადევნებს თვალყურს იმ საკადრო წმენდას, საკადრო გადაადგილებას, რომელიც ხდება ივანიშვილის ბანდის შიგნით და არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი უბრალოდ ვერ ახერხებენ ვერტიკალის გასწორებას, ვერ ახერხებენ დალაგებას, რეჟიმის სტაბილიზაციას. ეს, რა თქმა უნდა, არის გამოძახილი იმ შიდა წინააღმდეგობის, რომელიც არსებობს საქართველოში და რომელიც არის ურყევი, მათ შორის, ეს არის საერთაშორისო ზეწოლის და სანქცირების შედეგიც. საბოლოოდ, ვხედავთ იმას, რომ ივანიშვილის ბანდა ვერ სტაბილიზირდება, ვერ ლაგდება. ეს კლანური ბრძოლები კიდევ უფრო ასუსტებს რეჟიმს და განაპირობებს იმას, რომ თუნდაც იმ თანამდებობაზე, რომელზეც 6 წლით უნდა ირჩევდნენ კადრებს, ფორმალურად ირჩევენ რამდენიმე თვით“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ 23 აგვისტოს განაცხადა, იმავე დღესვე, პრემიერ-მინისტრმა, მის შემცვლელად მამუკა მდინარაძე წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა