ირაკლი რუხაძე ჟურნალისტს: დავაი, დაახვიეთ აქედან

“დავაი, დაახვიეთ აქედან, ფორმულას არ ველაპარაკები… თქვენმა მფლობელმა მე მანქანა ამიფეთქა და ამიტომ არ გელაპარაკებით თქვენ” | ასე მიმართა პროპაგანდისტული იმედის ყოფილმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ ფორმულას ჟურნალისტს.
🔻 დიდი ბრიტანეთის მიერ იმედის დასანქცირებასთან დაკავშირებულ კითხვებზე რუხაძე პასუხობს “მე ვნახე ჩემი თანამშრომლები, სანამ წავიდოდი და, რაც მთავარია, მე რისი თქმაც მინდოდა ძაან გააზრებულად დავწერე ჩემ განცხადებაში და რამის დამატება რომ მდომოდა, იქვე დავამატებდი.”
🔴 კითხვაზე – “იცოდით, რომ სანქციები ემუქრებოდა [იმედს] და ამიტომ წახვედით?” – რუხაძე პასუხობს: “ჩემს განცხადებაში არის ყველაფერი ძაან კარგად ახსნილი…რომელი სანქციები, რამეს ხედავთ, რომ იმედს რამე შეეტყო? არ შეეტყობა”
🔴 6 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ირაკლი რუხაძემ იმედი 1000 ლარად გაყიდა, 24 თებერვალს კი რუსული სანქციების პაკეტის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა ოცნების პროპაგანდისტული იმედი და პოს TV დაასანქცირა

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ებრალიძე: ბატონო “მავანნო” რა კრიტერიუმების საფუძველზე გათავსუფლდა თანამდებობიდან, ტელე ხელოვნებისა და მასმედიის კოლეჯის დირექტორი ზურაბ ოშხნელი? ეჭვი მაქვს რომ ვერ მიპასუხებთ “მავანნო” ამიტომ ჩემ აზრს მოგახსენებთ

ნიკოლოზ ვაშაკიძე: როგორც ჩანს, მთავარი ოპოზიციური ძალები საქართველოში მართლაც აიკრძალება და შესაბამისად იკვეთება ის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდი პრაქტიკულად უკონკურენტო გარემოში აპირებს გასვლას