ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ოქრუაშვილს ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა

ირაკლი ოქრუაშვილს ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა

სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე “მოთხოვნის შეუსრულებლობის” გამო, აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სახელმწიფო საზღვრის კვეთა აეკრძალა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება წარედგინა. ის “საგამოძიებო კომისიაზე” ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ყოფილმა მინისტრმა მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც წულუკიანმა პროკურატურას მიმართა, რომელმაც გამოძიება დაიწყო.
ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშიც დაიბარეს ჩვენების მისაცემად, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.