არქივი14 მაისი, 2025, 14:30
ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს არ გადახდის გამო, სასამართლო დარბაზში დააკავეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს არ გადახდის გამო, სასამართლო დარბაზში დააკავეს.
8 აპრილს ოქრუაშვილს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აეკრძალა. ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე ჰქონდა განსაზღვრული. ვადა 8 მაისს ამოიწურა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვლილიყო.
„გირაო არ გადავიხადე, ხილვა მქონდა, ვიღაცამ ჩამომძახა - არ გადაიხადოო, ვინ ხარ-მეთქი, ვკითხე, დიფ სთეითიო მითხრა, მაგათთან ხუმრობა არ შეიძლება, ასე რომ, ვერ გადავიხდიდი. [...] 7 ადამიანს წაგვიყენეს ბრალი ამ საქმეზე, მხოლოდ მე შემიფარდეს აკრძალვა ქვეყნის დატოვების, დანარჩენი არავის. თუ 50 000-ად ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძეს, ხაზარაძეს, გვარამიას, ვაშაძეს შეუძლიათ წელიწადში სამჯერ-ოთხჯერ დაარტყან დედამიწას წრე, 20 000-ად მე უნდა ვიმოძრაო მარტო ქუთაისი-თელავის მარშრუტზე და სადაური წესია ეგ ვერ გავიგე“, - თქვა ოქრუაშვილმა პროცესის დაწყებამდე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.