ირაკლი ნადირაძე – ქართველ ხალხს, 4 ოქტომბერს, გვინდა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ევროპული მომავლის დაცვა, ბიძინას უნდა მოპარული მილიარდების დაცვა, ხოლო ზოგიერთ ვითომ ოპოზიციონერს და სუს-ის „ექსპერტებს“, მაღალი შემოსავლების დაცვა

ქართველ ხალხს, 4 ოქტომბერს, გვინდა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ევროპული მომავლის დაცვა, ბიძინას უნდა მოპარული მილიარდების დაცვა, ხოლო ზოგიერთ ვითომ ოპოზიციონერს და მათ ნაშიერ სუს-ის „ექსპერტებს“, ბანკებში კვლავ კატასტროფულად მაღალი პროცენტების და წარმოუდგენლად მაღალი შემოსავლების დაცვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ამ ქვეყანაში, რუსულ ოლიგარქიასთან ერთად, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს საბანკო ოლიგარქია.
„ქართველ ხალხს, 4 ოქტომბერს, გვინდა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ევროპული მომავლის დაცვა, ბიძინას და „ქართულ ოცნებას“ – ქართველი ხალხისთვის მოპარული საკუთარი მილიარდების დაცვა, ხოლო ზოგიერთ ვითომ ოპოზიციონერს და მათ ნაშიერ სუს-ის „ექსპერტებს“ ბანკებში კვლავ კატასტროფულად მაღალი პროცენტების და წარმოუდგენლად მაღალი შემოსავლების დაცვა! კარგია, რომ ამ პროცესებმა გამოაჩინა, ვინ ვინააა! ვის უნდა რეალური ცვლილება და ოლიგარქის დამარცხება და ვის კომფორტი და მუდმივად ვითომ ოპოზიციაში ყოფნა! ხალხი სულელი არ არის და 4-ში ყველას და ყველაფერს ერთად გაეცემა პასუხი!“ – წერს ნადირაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!