ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ნადირაძე - ვინც აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებს, პუტინი და “ქართული ოცნებაა” - 26 ოქტომბერს არჩევნებს წააგებენ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ვინც აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებს, არის პუტინი და „ქართული ოცნება“.
ნადირაძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხდება.
„2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებობს ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე არაერთი ეუთოს და ევროსაბჭოს რეზოლუცია. ერთადერთი, ვინც ამ გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებს, არის პუტინი, კრემლი და „ქართული ოცნება“. რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან, რომ ამ თემით სპეკულირება გააგრძელონ.
ველოდებით თუ არა არჩევნების შემდგომ გამოძიებას და დაკავებებს? - არ ველოდები იმიტომ, რომ 26 ოქტომბერს ეს ადამიანები არჩევნებს წააგებენ და შესაბამისად, გამოძიება იმ კორუფციულ სქემებზე დაიწყება, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა“, - განაცხადა ნადირაძემ.
შეგახსენებთ, ჰაიდი ტალიავინის ბოლო ინტერვიუს შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა და კიდევ ერთხელ დააანონსა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება. მმართველი პარტია ომის დაწყებაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და 2008 წლის მოვლენებს "წინასწარ დაგეგმილ ღალატს" უწოდებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.