ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ნადირაძე - დღეს ჩანიშნულ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, განიხილება კოალიციის გაფართოება და ახალი სუბიექტების შემოსვლა - იქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც კობა ნაყოფია უხელმძღვანელებს

დღეს ჩანიშნულია "ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა, სადაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად განიხილება ორი მთავარი საკითხი. კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" კიდევ უფრო გაფართოება, ახალი სუბიექტების შემოსვლა კოალიციაში, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს „ერთიანობა დაამარცხებს რუს ოლიგარქ ივანიშვილს”.
„დღეს ჩანიშნულია "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა, სადაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად განიხილება ორი მთავარი საკითხი: პირველი არის კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ უფრო გაფართოება, ახალი სუბიექტების შემოსვლა კოალიციაში. ერთიანობა დაამარცხებს რუს ოლიგარქ ივანიშვილსა და მის ბანდას. განიხილება მეორე მნიშვნელოვანი საკითხი: პარტიაში იქმნება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც უხელმძღვანელებს მიხეილ სააკაშვილის ერთგული და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი კობა ნაყოფია. ვფიქრობ, რომ ის აღჭურვილი იქნება მნიშვნელოვანი ფუნქციებით, რაც კიდევ უფრო კარგად და ეფექტურად გამოიყენებს კობა ნაყოფიას რესურსებსა და გამოცდილებას. ეს იქნება სტრუქტურა, რომელიც დამატებით, ახალ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, გააძლიეროს მიხეილ სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.