ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ნადირაძე - ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ ოპოზიციამ არ ჩაატაროს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია

ირაკლი ნადირაძე - ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ ოპოზიციამ არ ჩაატაროს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია

ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ ოპოზიციამ არ ჩაატაროს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია, არ ილაპარაკოს ხალხის პრობლემებზე, მას უნდა დაყოფა, დევნა, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა თბილისის საკრებულოში, ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.
მისი თქმით, როგორც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება ხელის შეშლას, 26 ოქტომბერს, პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე.
„ჩვენ უკვე ველოდებით ადმინისტრაციულ სასამართლოს, ირაკლი ეძგვერაძეს გადმოიყვანენ და ის თავად გააკეთებს განმარტებას. რაც შეეხება მომხდარს, ფაქტია, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ ოპოზიციამ არ ჩაატაროს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია, არ ილაპარაკოს ხალხის პრობლემებზე, მას უნდა დაყოფა, დევნა, ჩვენ გვინდა ძლიერი ქართული ოჯახი, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი შემოსავალი, საუბარი ხალხთან. არ გვაძლევს ამის კეთების საშუალებას, მაგრამ მალე მოდის 26 ოქტომბერი და როგორც არ უნდა ეცადონ ხელისშეშლას, 26 ოქტომბერი იქნება ის თარიღი, როცა პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.