პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი მელაშვილი: ამასაც მოვესწარით! ამდენსაც აღარ ველოდი... მაგ ადგილას ჩვენი ბედი არასდროს გადაწყვეტილა ! ბატონო გია...

ირაკლი მელაშვილი: ამასაც მოვესწარით! ამდენსაც აღარ ველოდი... მაგ ადგილას ჩვენი ბედი არასდროს გადაწყვეტილა ! ბატონო გია...

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი, ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება:

გია ვოლსკი: – ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტზე “პრემიერ-მინისტრი წასულია, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება და იგეგმება.”
ამასაც მოვესწარით! ამდენსაც აღარ ველოდი, ჩვენი მომავალი თუ თუქმენბაშ II-ის მიერ, აშხაბადში გამართულ თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე გაირკვეოდა! სად სად და მაგ ადგილას ჩვენი ბედი არასდროს გადაწყვეტილა ! ბატონო გია, დიდი პროგრესი გვაქვს საგარეო პოლიტიკაში, დიდი და საამაყო სიახლეები, თვალუწვდენელ სიმაღლეებს ვიპყრობთ
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.