ირაკლი კუპრაძე - ყაველაშვილმა ისევ შეწყალება შემოგვთავაზა - გამეორება ცოდნის დედაა

"ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი ეხმაურება მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას შეწყალების თაობაზე, პოლიტიკური ლიდერების მიმართ.
ირაკლი კუპრაძის თქმით, გამეორება ცოდნის დედაა.
"რამდენიმე წუთის წინ ყაველაშვილმა ისევ შეწყალება შემოგვთავაზა, "რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან, თუ მივმართავთ განცხადებით და თუ მაღიარებთო.
ჩვენც ვპასუხობთ: გამეორება ცოდნის დედაა", - წერს ირაკლი კუპრაძე და აზიარებს მის მიერ გაკეთებულ 4 ივნისის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ "არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება, ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით".
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.