ირაკლი კუპრაძე: ფარცხალაძის წითელ მოედანზე გამოჩენდა მტკიცებულებაა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იმართება

ფარცხალაძის წითელ მოედანზე გამოჩენდა მტკიცებულებაა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იმართება, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ირაკლი კუპრაძე საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ვიდრე ქვეყნის მართვის სადავეები “ოცნების” ხელშია, საქართველოს ეროვნული ინტერესები მუდმივად შელახული იქნება.

9 მაისს ფარცხალაძის ვიზიტი და გამოჩენა წითელ მოედანზე, კრემლის ტრიბუნებზე პუტინთან ერთად, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რასაც “ლელო” და ჩვენი ლიდერები დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ: ეს არის ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი იმართება კრემლიდან, ის დავალებებს ღებულობს და ემსახურება კრემლის და პუტინის ინტერესებს, “ლელო” ემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. სანამ ბიძინა ივანიშვილი არ ჩამოშორდება ხელისუფლებას, საქართველოს მართვის სადავეებს, საქართველოს ეროვნული ინტერესების იქნება მუდმივად შელახული, – ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი, ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს პუტინის აღლუმზე იმყოფებოდა – საქართველოს ყოფილი პროკურორი მოსკოვში, დილის 10:00 საათზე წითელ მოედანზე, პრორუსული პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერთან, მამუკა ფიფიასთან ერთად იმყოფებოდა.  კადრების მიხედვით, ფარცხალაძე მარჯვენა ტრიბუნაზე იკავებს ადგილს, სადაც რუსეთი მმართველ ელიტასთან დაახლოებული პირები სხედან.

კადრების გაშიფვრის შემდეგ, “შაბათის ეთერმა” საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პუტინის აღლუმზე ფარცხალაძის ყოფნის დამდასტურებელი მტკიცებულებები აჩვენა.  “წითელ მოედანზე” გადაღებულმა კადრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დააბნია. ანრი ოხანაშვილის  მსგავსად ყოფილ თანაგუნდელზე საუბარს თავს არიდებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფიც.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…