ირაკლი კუპრაძე – საერთაშორისო არაღიარების პირობებში, ბიძინა ივანიშვილი დარჩება რიგით, პატარა მარიონეტად, რომელსაც ბევრად მეტი ფასის გადახდა მოუწევს თუ ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს და პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებს

საერთაშორისო არაღიარების პირობებში, ბიძინა ივანიშვილი დარჩება რიგით, პატარა მარიონეტად, რომელსაც ბევრად მეტი ფასის გადახდა მოუწევს თუ ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს და პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებს , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კუპრაძის თქმით, ერთადერთი არჩევანი, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს, „ხელისუფლების დათმობა და ახალი არჩევნების ჩანიშვნაა“.
„ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, პირდაპირ აკეთებს განცხადებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა საგარეო კურსი, რაც კონსტიტუციის დარღვევა და საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის ნების უგულებელყოფაა. ის მოუწოდებს, დაბრუნდეს საგარეო კურსზე, რაც გულისხმობს ევროინტეგრაციის პროცესს. ერთადერთი არჩევანი ბიძინა ივანიშვილს აქვს, რომ დათმოს ხელისუფლება და ჩანიშნოს ახალი არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოუწევს საქართველოს მოქალაქეების სრულ უმრავლესობასთან დაპირისპირება, რის ბრძოლასაც და ომსაც ვერ მოიგებს. საერთაშორისო არაღიარების პირობებში, ბიძინა ივანიშვილი დარჩება რიგით პატარა მარიონეტად, რომელსაც ბევრად მეტი ფასის გადახდა მოუწევს თუ ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს და პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს „შეცვალოს კურსი და საქართველოს ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“