ირაკლი კუპრაძე – მნიშვნელოვანია, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ახალი სტრუქტურა, „ქართულმა ოცნებამ“ თავის საახლობლოს არ მოარგოს ტენდერებით და ჩაწყობებით, რაც ასობით მძღოლს დატოვებს უმუშევარს

თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე დღეს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, საქალაქთაშორისო მარშრუტებზე დასაქმებული ადამიანების მთავარი პრობლემა ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც 1-ელი იანვრიდან კერძო სამარშრუტო ტაქსებით, რომელიც 2013 წლამდეა გამოშვებული, მუშაობა იკრძალება.
როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა დღეს მძღოლებთან შეხვედრისას აღნიშნა, არსებობს საფრთხე მთავრობასთან დაახლოებულმა პირებმა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მონოპოლიზაცია მოახდინონ.
„ჩემი მომდევნო დღეების მიზანია გავარკვიოთ, ვინ აპირებს ამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აკრძალვას, შესთავაზებენ თუ არა აქ არსებულ მძღოლებს დასაქმებას, ან შესაძლებლობას რომ შეიძინონ ავტობუსები, რომელსაც ითხოვს კონკრეტული სამსახური. ასევე გააგრძელონ მუშაობა, აქ მყოფმა ასობით მძღოლმა შეინარჩუნოს სამსახური და მათი ოჯახები არ დარჩნენ ელემენტარული შემოსავლის გარეშე. მათი შიში დაყრდნობილია იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო ან უნდა მიიღოს, ამის შესახებ კი მათ არაფერს ეუბნებიან. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ახალი სტრუქტურა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, არ მოარგოს „ქართულმა ოცნებამ“ თავის საახლობლოს, ტენდერებით და ჩაწყობებით, რაც ასობით მძღოლს დატოვებს უმუშევარს“,- აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ.
ამასთან, პარტიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში ასობით მძღოლი შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩეს.
„მიუხედავად იმისა რომ ტრანსპორტის მძღოლებს ჯერ ოფიციალური წერილი არ მისვლია, შიში აქვთ რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, მათ ოჯახებს შემოსავლის გარეშე ტოვებს“,-აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან