ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კუპრაძე - „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთობლივად ვგეგმავთ ყველა წინააღმდეგობას, საარჩევნო ხმების დაცვის პროცესს, რითაც უნდა დამარცხდეს ივანიშვილი დედაქალაქში

ირაკლი კუპრაძე - „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთობლივად ვგეგმავთ ყველა წინააღმდეგობას, საარჩევნო ხმების დაცვის პროცესს, რითაც უნდა დამარცხდეს ივანიშვილი დედაქალაქში

„ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და გახარიას გუნდები ერთობლივად იბრძოლებენ იმისთვის, რომ ივანიშვილს გავაწნათ სილა და დავამარცხოთ თბილისში, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ორი პოლიტიკური ძალა ერთობლივად გეგმავს ყველა წინააღმდეგობას და საარჩევნო ხმების დაცვის პროცესს, რითაც უნდა დამარცხდეს ივანიშვილი დედაქალაქში.
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ და გახარიას გუნდები მჭიდრო თანამშრომლობას და კოორდინაციას ვაგრძელებთ. ამ კოორდინაციის და ჩვენს მიერ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თბილისის შტაბებს შორის შეხვედრას მართავს. გუნდები ერთობლივად იბრძოლებენ ამ ქალაქის, თბილისის მოქალაქეების, მოსახლეობის ინტერესების ასახვისთვის, ზრუნვისთვის და იმისთვის, რომ ივანიშვილს გავაწნათ სილა და დავამარცხოთ თბილისში.
თბილისელებს უარი აქვთ ნათქვამი 2024 წლის გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი. ფაქტობრივად, დამტკიცებულია, რომ თბილისი არის პროდასავლური და პროევროპული ოპოზიციური ქალაქი, რაც კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცონ თბილისელებმა და თბილისმა, როგორც დედაქალაქმა, რომელიც უარს ეუბნება რუსულ რეჟიმს და ბიძინა ივანიშვილს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ვაგრძელებთ კომუნიკაციას და ერთობლივად ვგეგმავთ ყველა წინააღმდეგობას, საარჩევნო ხმების დაცვის პროცესს, რითაც უნდა დამარცხდეს ივანიშვილი დედაქალაქში“, - აცხადებს კუპრაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.