ირაკლი კუპრაძემ ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი სიორიძესთან ერთად შეხვედრები გამართა

პარტიების „ძლიერი საქართველო“ და „გახარია – საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი სიორიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივები მერობის კანდიდატს მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ ესაუბრნენ და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრობლემის მოგვარება სთხოვეს.
„მერვე ლეგიონის მოსახლეობას ავარიულ სახლებში უწევს ცხოვრება. საცხოვრებელი კორპუსების ნაწილი იმდენად ავარიულია, რომ შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს.
ადგილობრივების თქმით, ისინი დაბზარულ კედლებში ათენებენ ღამეს და იძულებულები არიან, შეეგუონ უმძიმეს ცხოვრებას. კახა კალაძის მთავრობამ მათ ბინების დასაქირავებლად და ავარიული სახლებიდან გასაყვანად იმდენად მიზერული თანხები შესთავაზა, რომ თავშესაფარს ვერსად ქირაობენ.
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სწორედ 10 ათასი ავარიული სახლის პრობლემის მოგვარებაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს