ირაკლი კობახიძის შესახებ, ტვ “პირველი”-ს მორიგი ყალბი სიუჟეტი გავრცელდა – დავით ჩიხელიძე

ირაკლი კობახიძის შესახებ, ტვ “პირველი”-ს მორიგი ყალბი სიუჟეტი გავრცელდა – დავით ჩიხელიძე
ირაკლი კობახიძის შესახებ, ტვ პირველის მორიგი ფეიკ სიუჟეტი გავრცელდა, რომელიც ყველანაირ ჟურნალისტურ სტანდარტს არღვევს, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რითაც “ტვ პირველის” სიუჟეტს ეხმიანება, სადაც საუბარია ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიებაზე პოლიციის მიერ ჩხრეკის ჩატარებასა და იმ
ადამიანების გამოვლენაზე, ვინც პრემიერს სახეზე ლაზერს ანათებდა.
ჩიხელიძის განმარტებით, მაღალი თანამდებობის პირის მიმართ დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნა ვრცელდება და ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაცვის ობიექტისთვის საფრთხეს შეიცავს, დაუყოვნებლივ უნდა გამოვლინდეს და აღიკვეთოს. ის იხსენებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ერთი შეხედვით უწყინარ სიტუაციაში დაჭრის ფაქტს და აღნიშნავს, რომ ქართულმა პოლიციამ პროტოკოლის მიხედვით, პროფესიონალურად იმოქმედა.
“ირაკლი კობახიძის შესახებ, ტვ პირველის მორიგი ფეიკ სიუჟეტი გავრცელდა, რომელიც ყველანაირ ჟურნალისტურ სტანდარტს არღვევს. ალბათ გსმენიათ, რომ მაღალი თანამდებობის პირის მიმართ დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნა ვრცელდება, ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაცვის ობიექტისთვის საფრთხის შემცველი არის, დაუყოვნებლივ უნდა გამოვლინდეს და აღიკვეთოს, გვახსოვს სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცო, რომელიც ერთი შეხედვით უწყინარ გარემოში დაჭრეს, რომლის მაგალითიც შემდეგ სწორედ ირაკლი კობახიძეს შეახსენეს, ნაცვლად იმისა რომ სამართალდამცველების მაღალ პროფესიონალიზმზე ისაუბროთ, იაფფასიან ტყუილს იგონებთ, თითქოს ამ ქვეყანაში ვინმეს გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, პოლიციამ პროტოკოლის მიხედვით იმოქმედა და სიტუაციის შესაძლო ესკალაცია აღკვეთა” – წერს დავით ჩიხელიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია