ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძის მეუღლე თანამდებობას დატოვებს

პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრი აუცილებლად დატოვებს თანამდებობას:
,,არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონდმებლობაც ითვალისწინებს შესაბამის ზომებს და რომც არ ითვალისწინებდეს, გამოირიცხებოდა ყველანაირი ფორმალური თუ არაფორმალური ინტერესები. ის, რა თქმა უნდა დატოვებს თანამდებობას”
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის ცოლი ნატალია მოწონელიძე ხელმძღვანელობს სახელმწიფო უწყებას – სსიპ “საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს”, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.