ირაკლი კობახიძის განცხადებით, იზიარებს პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება არის მკაცრად შესაზღუდი, მაგრამ „ლელოს“ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს და საკუთარს დააინიცირებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პიროტექნიკის გამოყენების მკაცრი შეზღუდვის პოზიციას იზიარებს, თუმცა, ამ საკითხზე „ლელოს“ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს და საკუთარს დააინიცირებს. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტს პარლამენტში სავარაუდოდ, გაზაფხულზე შეიტანენ.
„ვიზიარებ პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება არის მკაცრად შესაზღუდი, მხარს დავუჭერდი ასეთ კანონის მიღებას, მაგრამ„ლელო“ არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, “ლელოს“ არც ერთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ. რაც შეეხება თემას, ამაზე მე მაქვს ჩემი პოზიცია, ვიცი, რომ ჩემს თანაგუნდელებსაც აქვთ მსგავსი პოზიცია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელსაც მხარს დავუჭერთ. „ლელოს“ კანონპროექტის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ჩვენს გეგმებში არ შედის,“ – განაცხადა კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ბავშვის დაზიანებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტში 9 თვეა შემოტანილია მათი კანონპროექტი პიროტექნიკის მკაცრი რეგულირების თაობაზე, რომელსაც პარლამენტი არ განიხილავს და ამ ხნის მანძილზე არც საკუთარი ვერსიას აინიცირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით