არქივი19 მარტი, 2024, 08:43
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ ფაზას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება.
„გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული. მაისში დასრულდება პროცედურები, რაც ტენდერთან არის დაკავშირებული. ივნისში უკვე დაიწყება სამუშაოები. დაახლოებით 2 წელი დასჭირდება პირველ ფაზას. რაც შეეხება პირველ გემს და ასე შემდეგ, ჩვენთვის მთავარია, რომ პირველი ფაზა 2 წელიწადში წარმატებით დასრულდეს. ამაზე არის მთლიანად კონცენტრირებული ჩვენი მუშაობა“, - განაცხადა კობახიძემ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.