ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში სხვა საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არაა, რადგან ყველა მინისტრი „ძალიან კარგად მუშაობს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში სხვა საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არაა.
როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველა მინისტრი „ძალიან კარგად მუშაობს“.
„ყველა მინისტრი მუშაობს ძალიან კარგად, მათ შორის ის მინისტრებიც, რომელიც დაასახელეთ [ჟურნალისტმა] - საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, აქედან გამომდინარე არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არაა“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კითხვაზე იმის შესახებ, რომ თანამდებობა დატოვა შიდა ქართლის გუბერნატორმა და კიდევ ხომ არ იგეგმება მსგავსი გადაწყვეტილება, კობახიძე ამბობს, რომ არა.
„თავად მიიღო გუბერნატორმა გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე სხვა ცვლილებები არ იგეგმება, უახლოეს მომავალში დასახელდება კანდიდატურა“, - განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.