პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი ნაგებობები 1 ლარად გადაეცა

ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი ნაგებობები 1 ლარად გადაეცა

სახელმწიფომ საპატრიარქოს თბილისში, დაბა წყნეთში, რუსთაველისა და მაია წყნეთელის ქუჩებს შორის მდებარე 2 014 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა ნაგებობები გადასცა.

მიწის ნაკვეთი და შენობები საპატრიარქოს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა.

შესაბამის განკარგულებას ხელი "ქართული ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 17 მარტს მოაწერა.

“სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნტქის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, დაბა წყნეთში, რუსთაველისა და მაია წყნეთელის ქუჩებს შორის მდებარე 2014 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები, პირდაპირი მისყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში". - წერია ივანიშვილის პრემიერმინისტრის განკარგულებაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.