არქივი11 ნოემბერი, 2025, 12:47
ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 10 ნოემბრიდან." - ნათქვამია ბრძანებაში.
ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მაისში დაინიშნა.
მანამდე ის თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.