ირაკლი კობახიძის აზრით, აშშ-ში FARA-ს კანონის შერბილებაშიც შესაძლოა deep state-ის ხელი ერიოს

ირაკლი კობახიძის აზრით, აშშ-ში FARA-ს კანონის შერბილებაშიც შესაძლოა deep state-ის ხელი ერიოს.
 „აშშ-ში გაკეთდა განცხადებები FARA-ს შერბილების თაობაზე, ნუ აქ, მეორე რაც ემატება ამ ყველაფერს, ევროკავშირს უნდოდა მსგავსი კანონის მიღება და მათ პირდაპირ განაცხადეს ოფიციალურად, რომ საქართველოში ანალოგიური კანონის მიღების გამო ვეღარ იღებენ ევროკავშირში ამ კანონს, იმიტომ, რომ მაშინ მორალური უფლება აღარ ექნებოდათ, რომ საქართველო გაეკრიტიკებინათ იგივე კანონის მიღებისთვის. ახლა უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება აშშ-ში FARA-ს კანონის შერბილებას, აქ შეიძლება ერიოს deep state-ის ხელი, ამას მომავალი გვიჩვენებს“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
 7 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოური გავლენის შემსწავლელი ჯგუფი გააუქმა.
 საერთაშორისო კონსპირაციის თანახმად, deep state არის ჩრდილოვანი მმართველობა – ხელისუფლების ტიპი, რომელიც მოიცავს ძალაუფლების საიდუმლო და არაავტორიზებული ქსელებს და რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად საკუთარი დღის წესრიგისა და მიზნების მისაღწევად.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…