ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე PACE-ს რეზოლუციაზე - ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე, ასეთ რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს

ირაკლი კობახიძე PACE-ს რეზოლუციაზე - ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე, ასეთ რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს

ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე,- ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ასეთ რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს.
„ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში არის შექმნილი, მათ შორის კონკრეტული ჩანაწერებია, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე. ეს არის კიდევ ერთხელ იმ მდგომარეობის გამოხატულება, რაც დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში არის შექმნილი. აქედან გამომდინარე, ასეთ რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს. რაც შეეხება ქალბატონ ლიზას [იასკოს], მას აქვს სუბიექტური ინტერესი და გასაგებია მისი აქტიურობის მიზეზი“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, დოკუმენტი „არათუ საინტერესო არ არის, არამედ ძალიან უინტერესოა“.
„ძალიან მოკლედ გეტყვით - საერთოდ არ არის საინტერესო რეზოლუცია. არა თუ საინტერესო არ არის, ძალიან უინტერესოა,“ - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რეზოლუცია სახელწოდებით: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ მიიღეს. როგორც რეზოლუციის პროექტის ტექსტშია აღნიშნული, ასამბლეა ძალიან წუხს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.