ირაკლი კობახიძე „MEGOBAR აქტზე“ – კონკრეტულ აქტებს მნიშვნელობა არ აქვს – რას მოიმოქმედებს ხელისუფლება, დამოკიდებულია იმაზე, რა პასუხს მივიღებთ აშშ-დან

კონკრეტულ აქტებს [„მეგობარი აქტი“] არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ კონკრეტული განაცხადი გვაქვს გაკეთებული და ველოდებით საპასუხო რეაქციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, თუ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება, დამოკიდებულია იმაზე, რა პასუხს მიიღებენ ისინი აშშ-დან.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მთლიანობაში შეიცვლება ამერიკის ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს არის ზოგადი ოპტიმიზმი, რომელიც შეგვიძლია გამოვხატოთ. ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით და იმედი გვაქვს, ის აბსოლუტურად უხეში და შეუსაბამო დამოკიდებულება, რომელიც 2024 წლამდე იყო, ახალი მიდგომებით შეიცვლება. რაც შეეხება კონკრეტულ აქტებს, მას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ კონკრეტული განაცხადი გვაქვს გაკეთებული და ველოდებით საპასუხო რეაქციას, ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, როგორი იქნება ეს საპასუხო რეაქცია“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია