ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე Amidi Group-ის და plug and play-ის დამფუძნებელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Amidi Group-ის და plug and play-ის დამფუძნებელს საიდ ამიდს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს შეეხო. ხაზი გაესვა საქართველოს წამყვან პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში.
შეხვედრაზე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის საკითხზე და ამ პროცესში Amidi Group-ის და plug and play-ის შესაძლო ჩართულობის შესახებ იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციაზე. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო შუა დერეფნის ინიციატივას და ამ პროექტში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.
ისაუბრეს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით IT ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებულ პროექტებზე და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.