ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე 26 მაისზე: ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება

ირაკლი კობახიძე 26 მაისზე: ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერებსა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, აფრთხილებს 26 მაისის გეგმებთან დაკავშირებით.
„26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი, ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც ეს ღონისძიებები იმართებოდა შარშან, შარშანწინ, წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია, ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
26 მაისის გეგმებთან დაკავშირებით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 6 მაისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველა მოქალაქე „ჩაიბარებს 26 მაისს“. რას გულისხმობდა ის ამ სიტყვებში, არ დაუკონკრეტებია.
2025 წლის 26 მაისს საქართველო 107-ედ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ დღეს დედაქალაქსა და მუნიციპალიტეტებში ღონისძიებებს მართავს. წელს პირველად, საღონისძიებო სივრცეების ჩამონათვალში არ მოხვდა თბილისის მთავარი (რუსთაველის) გამზირი, სადაც ხუთ თვეზე მეტია, აქციები იმართება, ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.