– 2012 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ამით იწონებდა თავს მაშინდელი ხელისუფლება, დღეს უკვე 100-ზე მეტი იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს

2012 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი და ამით იწონებდა თავს მაშინდელი ხელისუფლება, დღეს უკვე 100-ზე მეტი იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა არის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მოქალაქეებისთვის.
„2012 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი და ამით იწონებდა თავს მაშინდელი ხელისუფლება. ჩვენი პროგრამის თანახმად, დღეს უკვე 100-ზე მეტი იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს და ჩვენი პროგრამის თანახმად, მომდევნო წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალური ცენტრი იქნება დაფარული და მუნიციპალური ცენტრების მიღმაც ათეულობით იუსტიციის სახლი იფუნქციონირებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)