ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და დაკავებულია მხოლოდ 30-მდე ადამიანი - 3 %, რაც ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი საქართველოში არის ძალიან მაღალი

ირაკლი კობახიძე - 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და დაკავებულია მხოლოდ 30-მდე ადამიანი - 3 %, რაც ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი საქართველოში არის ძალიან მაღალი

1000-მდე ადამიანი იყო ჯამში ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და ამ 1000-მდე ადამიანიდან დაკავებული იქნა მხოლოდ 30-მდე ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი არის ძალიან მაღალი , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლითაც სამართალდამცავი უწყებები ხელმძღვანელობენ.
„ყველა შემთხვევაში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და რა თქმა უნდა ყველა სამართალდამცავი უწყება იხელმძღვანელებს კონკრეტული მტკიცებულებებით. ყველაფერი არის აბსოლუტურად დღესავით ნათელი, 1000-მდე ადამიანი ძალადობდა, თუმცა 3 % არის დაკავებული - 30-მდე ადამიანი, ეს აჩვენებს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი საქართველოში არის ძალიან მაღალი,"- აღნიშნა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.