ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში

ირაკლი კობახიძე - 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში

„პოლიციის ქალაქის“ პროექტის ფარგლებში, 1000 -ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლადაშენებულ კორპუსებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, როგორც პოლიციის, ისე სახანძრო-სამაშველო სამსახურის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად განახლდება მატერიალურ - ტექნიკური ბაზა, განვითარდება ინფრასტრუქტურა.
მისი თქმით, პოლიციის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, გასული წლების განმავლობაში და აქაც გვაქვს კონკრეტული გეგმები ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით.
„ როგორც პოლიციის, ისე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ნაწილში, მნიშვნელოვანი განახლება გვქონდა და შემდეგი წლების განმავლობაშიც მნიშვნელოვნად განახლდება მატერიალურ - ტექნიკური ბაზა. ასევე, მნიშვნელოვანია პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესება, აქაც გვაქვს ცალკე პროექტი - „პოლიციის ქალაქის“ პროექტი და ამ მიმართულებითაც გვექნება სერიოზული წინსვლა, 1000 -ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში“, - განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.