პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად ატარებს ე.წ. დიფ სთეითის ხაზს

ირაკლი კობახიძე - ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად ატარებს ე.წ. დიფ სთეითის ხაზს

ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად ატარებს ე.წ. დიფ სთეითის ხაზს - ეს ყველაფერი საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომ „ამერიკელი ჟურნალისტი საგამოძიებო მასალით, ჰელსინკის კომისიას ამხელს და სტატიაში წერს, რომ კომისია კომპრომეტირებულია უცხოური ძალების მიერ და აქტიურად მუშაობს ტრამპის სამშვიდობო ინიციატივის წინააღმდეგ“.
კობახიძის თქმით, ჰელსინკის კომისია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, მთავარ ინსტრუმენტად გამოიყენებოდა.
„აბსოლუტურად ლოგიკურია. საქართველოს მაგალითზე ჩანს, რა პროცესები ვითარდება ჰელსინკის კომისიაში. თქვენ გახსოვთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰელსინკის კომისია გამოიყენებოდა, როგორც მთავარი ინსტრუმენტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ამაში იყო ჩართული კონკრეტულად ჯო უილსონი.ამ ყველაფერს ფარდა აეხადა იმ ინფორმაციით, რომელიც გავრცელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველა ხედავს, რომ ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად ატარებს ე.წ. დიფ სთეითის ხაზს. საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.