ირაკლი ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე – სუს-მა როდესაც დაადგინა კონკრეტული გარემოებები, მაშინვე მიიტანა საქმე პროკურატურამდე – ოხანაშვილის დროს დაიწყო ამ საქმის მომზადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა როდესაც დაადგინა კონკრეტული გარემოებები, მაშინვე მიიტანა საქმე პროკურატურამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯუანშერ ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სუს-ის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილის მუშაობის დროსაც აქტიურად მზადდებოდა ეს საკითხი.
„შეიძლება საკადრო მხარე იყო ამის მიზეზი, შეიძლება სხვა რამე, მაგრამ ფაქტია, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა გარემოებები, მაშინვე მიმართა პროკურატურას. ოხანაშვილის დროსაც აქტიურად მზადდებოდა ეს საქმე. მის დროს დაიწყო ამ საქმის მომზადება. კორუფციასთან ბრძოლა არის მამუკა მდინარაძის ერთ-ერთი მთავარი მისია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა