ირაკლი კობახიძე – ხალხის მხარდაჭერა არ აქვს ოპოზიციას, ხედავთ, ამ დღეებში საშუალოდ 1000 კაცამდე იკრიბება, მათ არაფრის მიღწევის რესურსი არ აქვთ – დღეს სამმა პარტიამ უარი არ თქვა დაფინანსების მიღებაზე, ისე მიდის საქმე, შეიძლება, შეგვასწრონ პარლამენტში

დღეს სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ნაცმოძრაობამ“, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე, რითაც მათ აღიარეს არჩევნების შედეგები , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, მათ რაიმე შედეგის მიღწევის რესურსი არ აქვთ და საბოლოო ჯამში, მოუწევთ არჩევნების აღიარება.
„როგორც არჩევნებში მოგებას, ისე ქუჩაში წარმატებას სჭირდება ხალხის მხარდაჭერა. ხალხის მხარდაჭერა არ აქვს ოპოზიციას, ხედავთ, რომ ამ დღეებში საშუალოდ 1000 კაცამდე იკრიბება რუსთაველის გამზირზე, შესაბამისად, მათ არაფრის მიღწევის რესურსი არ აქვთ და საბოლოო ჯამში, მოუწევთ არჩევნების აღიარება. დღეს მათ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე. სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ნაცმოძრაობამ“ „ლელომ“ და გახარიას პარტიამ, რითაც მათ აღიარეს არჩევნების შედეგები. ასეთი ნაბიჯები მომავალში გადაიდგმება და ისე მიდის საქმე, რომ შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში“, – განაცხადა პრემიერმა გადაცემა ,,იმედი LIVE-ში“ .

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?