ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - ძალიან რთული ისტორიული წარსული გვაქვს, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, ეს გამოცდილება გვეხმარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმოქმნილი ბევრი პრობლემის თავიდან აცილებაში

ირაკლი კობახიძე - ძალიან რთული ისტორიული წარსული გვაქვს, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, ეს გამოცდილება გვეხმარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმოქმნილი ბევრი პრობლემის თავიდან აცილებაში

ჩვენ ძალიან რთული ისტორიული წარსული გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronew-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ამ გამოცდილებით ქვეყანამ ბევრი რამ ისწავლა.
„ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ და ეს გამოცდილება გვეხმარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმოქმნილი ბევრი პრობლემის თავიდან აცილებაში. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ეს გამოცდილება ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ „ევრონიუსის“ ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.