ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალი აღსრულდა, ეს არის ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, მთავარი

ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალი აღსრულდა, ეს არის ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, მთავარი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალი აღსრულდა, ეს არის ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, მთავარი. სამართლის უზენაესობა უნდა იყოს განუხრელად დაცული.

აქ ჩატარდა მცირე ოპერაცია, მცირე თუ არამცირე, ეს ცალკე საკითხია და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა, და მის ხელმძღვანელს, ბატონ ანრი ოხანაშვილს, რომელმაც საბოლოო ჯამში უზრუნველყო სამართლის აღსრულება.

რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი იყო სახელმწიფოსთვის ის ფორმა, რა ფორმითაც დატოვა ბაჩიაშვილმა ქვეყანა, სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ აღდგა სამართლის უზენაესობა და კანონი აღსრულდა - ირაკლი კობახიძე პირველი არხის ეთერში, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.