ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს

პეტერ ფიშერი საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ, რაღაცნაირად, უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი სამწუხარო და დასანანია.
„ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი. სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ, იმდენად არასერიოზულია ყოველ ჯერზე მისი ახალ-ახალი განცხადებები, რომ ამ ყველაფრის სერიოზულად შეფასება მგონი არასწორია. სამწუხაროა, დასანანია, თან საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მათ, რაღაცნაირად, უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს. ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს