ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ ვგულშემატკივრობდით, როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას - ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყნების წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნა მიულოცა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყნების წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე.
„ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ ვგულშემატკივრობდით, როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყნების წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე. მოხარული ვართ, რა თქმა უნდა, რომ მოლაპარაკებები გაიხსნა, როგორც უკრაინისთვის, ასევე მოლდოვისთვის. ვულოცავთ უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ამ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას და იმედი გვაქვს, რომ უკრაინა და მოლდოვა ასევე, მალე გახდებიან ევროკავშირის წევრები“,- განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.