ირაკლი კობახიძე – ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ტრადიციულ ფასეულობებს და სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ზეიმი

ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს და სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ზეიმი და დღევანდელი ღონისძიება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელი დღე საზეიმოა მთელი თავისი შინაარსით.
„მინდა, უწმინდესსა და უნეტარესს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ეს დღე გვაჩუქა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველ წელს ასე ვზეიმობთ ამ დღეს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს და სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ზეიმი და დღევანდელი ღონისძიება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია