ირაკლი კობახიძე – ჩვენი ერთგვარი ბუნებრივი სლოგანია – „ღირსებით ევროპისკენ“, ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი

ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი – ასე გავაგრძელებთ მომავალში ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ მსვლელობას, ეს არის ჩვენი ამოცანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხალხს არაერთხელ უთხრეს სიმართლე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
„ჩვენი ერთგვარი ბუნებრივი სლოგანია – „ღირსებით ევროპისკენ“ და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ გვინდა ღირსებით ვიაროთ ევროპისკენ. ზოგს სხვანაირად წარმოუდგენია ეს პროცესი, წარმოუდგენიათ ისე, რომ ცალ ფეხზე დაგვაყენებენ და წაგვაქცევენ, ნაცვლად იმისა, რომ საბოლოო ჯამში კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ, ევროკავშირის წევრი გავხდეთ. ეს ასე არ იქნება. თქვენ გახსოვთ ვინ ითხოვდა ცალ ფეხზე დგომას, კონკრეტული ადამიანი, რომელიც გამოხატავს მთლიანად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, საქართველოში ეს იყო კონკრეტული ადამიანი. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ მხოლოდ ღირსებით გვინდა დამსახურებული წარმატების მიღწევა. ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ასე გავაგრძელებთ მომავალში ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ მსვლელობას, ეს არის ჩვენი ამოცანა.
გიორგი ბურჯანაძემ გაახმოვანა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი პატრონების გზავნილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავდგებოდით ცალ ფეხზე, როგორც კი დადგები ცალ ფეხზე, ძალიან მარტივად წაგაქცევენ და ეს იყო ამ ადამიანების, რა თქმა უნდა, მიზანი და სურვილი.
ჩვენ არაერთხელ ვუთხარით ხალხს სიმართლე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. უამრავი ტყუილი ვრცელდებოდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან, შემდეგ ბოლოსკენ ეს რიტორიკა შეცვალეს, ისინი ხალხს ატყუებდნენ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული იყო ფინანსური სარგებელი, ეკონომიკური სარგებელი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. არავითარი ეკონომიკური და ფინანსური სარგებელი არ უკავშირდება კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი ხალხისთვის, ჩვენს გარშემო სხვადასხვა ქვეყნისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ლელო იქნება ამ ბრძოლის ავანგარდში და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, ლოგიკურად მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის და მისი მოღალატე ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების გარდაუვალ შედეგამდე”