ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მიმართულებით ექსპორტის ზრდა, სავაჭრო ურთიერთობების მეტად განვითარება – არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მიმართულებით ექსპორტის ზრდა, გაფართოება, ზოგადად, სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამ კუთხით ჩვენთვის ამ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენაზე საქართველოს პავილიონების დათვალიერების შემდეგ განუცხადა.
კობახიძის თქმით, არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში.
„დღეს დავათვალიერეთ ქართული პავილიონები, იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც 29 ქართული პროდუქტია წარმოდგენილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა, გაფართოება, ჩინეთის მიმართულებით, ზოგადად, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამ კუთხით ამ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. გავესაუბრეთ ასევე ქართველ მეწარმეებს, რომლები წარმოდგენილები არიან ამ გამოფენაზე და მათი მხრიდანაც მოვისმინეთ, რომ არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ამ მიმართულებით მუშობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: მარტო შალვა პაპუაშვილი ხომ არ არის წმინდა ძროხა, რომლის გინების გამოც ადამიანებს ციხეში უშვებ?! ვახომ რა დააშავა, იაგომ რა დააშავა, ირაკლიმ რა დააშავა ან სხვა ვიღაცამ რა დააშავა?