ირაკლი – ჩვენთან კორუფციის დაბალი დონე და გამართული სახელმწიფო სტრუქტურებია განსხვავებით მოლდოვისგან და სხვა არაერთი კანდიდატი ქვეყნისგან – არაერთი სპეკულაცია მოგვისმენია, თუმცა, სიმართლე კონკრეტულ ციფრებშია

თქვენ ხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველო პირველ ადგილზეა, ბევრად უსწრებს მრავალ ქვეყანას ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, სიმართლე კონკრეტულ ციფრებსა და რიცხვებშია.
„საქართველო პირველ ადგილზეა ზოგადად, ევროპის კონტინენტზე და რეგიონში, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი სწორი პოლიტიკის, მშვიდობის და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებაა. იგივე მოლდოვას რაც შეეხება, ჩვენ 11 მილიარდ დოლარზე მეტით გავზარდეთ სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონე, ეფექტიანი პოლიტიკა, გამართული სახელმწიფო სტრუქტურებია განსხვავებით იგივე მოლდოვისგან და სხვა არაერთი კანდიდატი ქვეყნისგან. ეს არის რეალური სურათი, დანარჩენი, არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია მოგვისმენია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, ეკონომიკასთან დაკავშირებით, თუმცა, სიმართლე არის კონკრეტულ ციფრებში და რიცხვებში გამოხატული“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად