ირაკლი კობახიძე – ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში ვუსურვებ მშვიდობას, ეს ის აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გარეშეც არ არსებობს განვითარება

ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში ვუსურვებ მშვიდობას, ეს ის აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გარეშეც არ არსებობს განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
კობახიძის თქმით, ბავშვების კეთილდღეობა, მათთვის კარგი განათლებისა და ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა მთავრობის ყოველდღიური საზრუნავია.
„პირველ რიგში, ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში ვუსურვებ მშვიდობას, ეს ის აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გარეშეც არ არსებობს განვითარება. ბავშვების კეთილდღეობა, მათთვის კარგი განათლებისა და ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ყოველდღიური საზრუნავია. ჩვენი მიზანია, ყველა ბავშვს მთელს საქართველოში ჰქონდეს თანაბარი განვითარების შესაძლებლობა და უსაფრთხო გარემო.
ყველა ბავშვს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ლაღ და უზრუნველ ბავშვობას”, – წერს ირაკლი კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი